Monday, February 29, 2016

ოკუპაციის კვირეული

    თებერვლის თვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შავი ფურცელია, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის საბჭოთა ჯარებმა  ძალით დაიკავეს დედაქალაქი და მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია, ამ დღიდან საქართველოს მძიმე წლები დაუდგა, მას 70 წელი ედგა საბჭოთა რუსეთის უღელი. თუმცა ქართველი ხალხი არ გატყდა, რადგან ქართველი ხახლი მუდამ იბრძოდა თავისუფლებისათვის.1991 წელს მათ კვლავ დაიბრუნეს დამოუკიდებლობა.
    მომავალი თაობის ვალია არ დაივიწყონ საკუთარი ქვეყნის წარსული, განადიდონ ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირები და ღირსეული პატივი მიაგონ მათ ხსოვნას.
    სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენს სკოლაში ჩატარებული ოკუპაციის კვირეული.
მე, ჩემს მოსწავლეებათან ერთად, შევეცადე გაგვეხსენებინა საქართველოს უახლესი წარსული.კიდევ ერთხელ თვალი გადაგვევლო საქართველოს ტკივილიანი წარსულისათვის.


No comments:

Post a Comment