10 კლასი

   გადავწყვიტე რომ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკაშირებით სკოლაში ჩამეტარებინა ოკუპაციის კვირეული (21-26 თებერვალი), კვირეულის ფარგლებში დავგეგმე სხვადასხვა აქტივობები იმ კლასებში, რომლებსაც ვასწავლი და მათ შორის მეათე კლასებშიც.კვირეულის პირველივე დღეს მეათე კლასის მოსწავლეებისათვის გავაკეთე პრეზენტაცია "საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია", პრეზენტაცია ჩავააღნიშნული აქტივობით მსურდა მოსწავლეებისათვის გამეცნო საქართველოს უახლესი წარსულის სისხლიანი დღეები.
   მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს თემასთან დაკავშირებით, პრეზენტაციის დასასრულს მოვაწყვეთ დისკუსია, გარკვეულწილად საქართველოს მაშინდელ მენშევიკურ მთავრობას პატარა სასამართლოც კი მოვუწყვეთ, ბავშვებმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს ამ ისტორიული მოვლენის შესახებ.











მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პრეზენტაცია

No comments:

Post a Comment