საქართველოს ოკუპაციის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მე-6 კლასის მოსწავლეებს ვუამბე 1921 წლის 25 თებერვალის საქართველოს ოკუპაციის შესახებ. დამხმარე რესურსად გამოვიყენე პალიტრა L გამომცემლობის წიგნი"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა".
|
სკოლის ჰოლში მოვაწყვეთ გამოფენა |
|
გივი წერუაშვილი |
სანამ თხრობას დავიწყებდი მოსწავლეებს დაფაზე დავუწერე წელი 1918 და ვთხოვე რა იციან ამ წელთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებები დაფაზე დავაფიქსირე, პირველი რაც გაახსენდა საქართველოში გრიგორიანული კალენდრის შემოღება იყო, ასევე 1918 წელი დაუკავშირეს I მსოფლიო ომის დამთავრებას. მეც მინი-ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ფაქტიდან დავიწყე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნში მოცემული ილუსტრაციები, იმდენად დიდი ინტერესი გამოხატეს თემის ირგვლივ რომ გადაწყვიტეს ამ თემაზე კედლის გაზეთები გაეკეთიბინათ თავად მათ.კვირის ბოლოს ჩემმა ყოჩაღმა ბავშვებმა არათუ კედლის გაზეთები, არამედ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციებიც კი წარმოადგინეს.
|
თაკო აგაჯანიანი |
|
მეგი კორტავა |
|
ჩემი ჭკვიანი გოგონები |
|
ზარმაცმა ბიჭებმაც კი იყოჩაღეს |
|
მარიამ მინასიანი |
|
ლუკა სოზაშვილი |
|
ეს მარინეს მამაა, მან გადაწყვიტა მამის გმირულად დაღუპვის შესახებ ეამბო ჩვენთვის |
No comments:
Post a Comment